2017 წლის მთავარი მოვლენები და მთავარი გმირები – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 2017 წლის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს ასახელებს.

2017 წლის მთავარი მოვლენები და მთავარი გმირები – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 2017 წლის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს ასახელებს.

2017 წლის მთავარი მოვლენები და მთავარი გმირები – საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 2017 წლის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს ასახელებს.
შესაბამისი შეფასება დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ 2017 წლის მთავარი მოვლენებიდან აღსანიშნავია ქართველების მრავალწლიანი სურვილი ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების უფლების მოპოვების თაობაზე, რაც 2017 წელს იქნა მიღწეული, ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოს რკინიგზის ევროპასთან დამაკავშირებელი ხაზის ბაქო- თბილისი – ყარსის მშენებლობა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის უფლების მოპოვება და მე-3 კონსტიტუციური რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გმირებს, ქუცნაშვილი ასეთებად საქართველოს პატრიარქსა და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ასახელებს.
„რაც შეეხება წლის გმირებს, ჩემი აზრით, წლევანდელი წლის გმირია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე, ის საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის ყველაზე დღეგრძელი და წარმატებული პატრიარქი, სწორედ მისი პატრიარქობის დროს აღიდგინა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიამ შეძლო შემოეტანა ათეისტურ საზოგადოებაში ღმერთის სიყვარული, ამასთან საქართველოს ეკლესიამ შეძლო, რომ ეღიარებინათ თეოლოგიური განათლების უფლება, როგორც ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. ხშირად დილეტანტების მხრიდან ისმის ხოლმე, რომ – რატომ დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები თეოლოგიაში მაგალითად მოსკოვში და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს მღვდელ-მთავრებს. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა უმაღლესი თეოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა და რომ არა მისი უწმინდესობა და რომ არა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის გადაწყვეტილება, საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა ამ მეცნიერებაში დოქტორის ხარისხის დაცვა და მინდა აღვნიშნო, რომ გასულ თვეს მოხდა ღირსშესანიშნავი შემთხვევა, როცა პირველმა ქართველმა საქართველოში დაიცვა სადოქტორო ხარისხი თეოლოგიაში „ -აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილი წლის კიდევ ერთ გმირად ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ასახელებს.
„მოგეხსენებათ, ძალოსნობაში ჩემპიონი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მამაკაცად ითვლება და მეამაყება, რომ უკვე მეორე წელია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი ქართველია. ლაშას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ეს ტიტული რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები