ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 550 მილიონს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 550 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 550 107 495 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 340 348 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 28 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა (2 871 891) აშშ-ში გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გერმანიაა (2 044 123), მესამეზე კი საფრანგეთი (1 813 123).
ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა.
აშშ–ის შტატ ვაშინგტონში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან საავტომობილო გზაზე გადავარდა
