კურტ ვოლკერი: რატომ უნდა იყოს ხალხი უსაფრთხოდ ტალინში, ბერლინსა თუ ბრატისლავაში და არა – თბილისში

კურტ ვოლკერი: რატომ უნდა იყოს ხალხი უსაფრთხოდ ტალინში, ბერლინსა თუ ბრატისლავაში და არა – თბილისში

“მაკკეინის ინსტიტუტის”  აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველო სწორი გზით სვლას გააგრძელებს, მაშინ მისი ერთადერთი დაბრკოლება ნატო-ში გასაწევრიანებლად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია იქნება, რაც დასავლეთმა და ამერიკამ არ უნდა დაუშვას.
„საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ვიხილეთ, სადაც არჩევნები, ასე თუ ისე, წარმატებულად ტარდებოდა, ბოლო არჩევნების გამოკლებით, რომელზეც იყო დარღვევები. მათ ახლა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე  ექნებათ კიდევ ერთი შესაძლებლობა – ისინი ახლახან  გადავიდნენ პროპორციულ წარმომადგენლობაზე და აუცილებელია, სწორი მიმართულებით წავიდნენ წინ და უზრუნველყონ, რომ ამ [საპარლამენტო არჩევნებზე] შესაძლებლობას გამოიყენებენ. თუ საქართველო სწორი მიმართულებით სვლას გააგრძელებს და ეს ჯერ ისევ სათუოა და შეინარჩუნებს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი შემაკავებელი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია იქნება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლებად გადაიქცეს“, – განაცხადა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა.
მისივე თქმით, ქართველებს უნდა მიეცეთ ისეთ უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრების შანსი, როგორშიც სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ცხოვრობენ.
„ჩვენ არ უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად იმ გარემოებაში, როცა ადამიანები ტალინში, ბრატისლავაში, ბერლინში უსაფრთხოდ არიან და ადამიანები კიევსა და თბილისში – არა. რა განსხვავებაა? ყველას საერთო მისწრაფებები აქვთ. ჩვენ ეს, ნატო-მ მაშინ შევძელით, როცა გარემოებები რთული და საფრთხისშემცველი იყო, ჩვენ ეს მაშინ გავაკეთეთ და სირთულეებმა არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ამას ახლა ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ღირებულებების ერთგული და ვეცადოთ, გავაერთიანოთ ევროპა მათ გარშემო“, – განაცხადა ვოლკერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები