გია ვოლსკი: ვაშაძის მუქარა აშკარაა, სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშების პოტენციალი არსებობს

გია ვოლსკი: ვაშაძის მუქარა აშკარაა, სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშების პოტენციალი არსებობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მუქარა აშკარაა. როგორც მან განაცხადა, ამის სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშების პოტენციალი არსებობს.
„მისი რუსული პიარბრიგადა პირდაპირ აცხადებს, რომ რევოლუცია იქნება. კითხვა – კახა კალაძის ან ირაკლი კობახიძის მხრიდან დესტაბილიზაციაზე განცხადება რის საფუძველზე კეთდება, გაურკვევლობას იწვევს. რასაკვირველია, „ნაციონალები“ იტყვიან, რომ არაფერს აპირებენ, მაგრამ ვაშაძემ საკუთარ განცხადებებში გადააჭარბა და ახლა პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს გადაჭარბება რაღაცნაირად შეარბილონ და ჩრდილქვეშ მოაქციონ, რადგან მუქარა აშკარაა. ამის სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშების პოტენციალი არსებობს.
ანალიზი აჩვენებს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია და არა იმიტომ, რომ შკლიაროვია ჩამოსული ან ვაშაძეა რუსული ნომენკლატურა. მთავარი თემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო დაინტერესებაა, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტები გაიმართა, ასევე სატრანზიტო რესურსში ჩინეთის დაინტერესებაც ჩანს.
ეს რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და ვაშაძის მივლინება-მოვლინების მთავარი თემა ესაა. მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან, ეს ყველაფერი დაყრდნობილია გარკვეულ გეგმაზე. ბრტყელ-ბრტყელი წამოძახებები არაფერ შუაშია, სიღრმისეულად უნდა დაინახოთ, საქმე რასთან გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები