უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
„მე მაქვს სიახლე. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნა ლუცენკომ.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი მიზანია ჩვენი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს მთავარი მიზნის მიღწევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატს, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას ძალიან დადებითად აფასებს.
