უწყებათაშიროსი კომისია თვითმმართველობის არჩევნებამდე ბოლო სხდომას მართავს. სხდომას არ დაესწრება „ნაციონალური მოძრაობა“, რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, პარტიაში მიიჩევენ, რომ უწყებათაშორისი კომისიაშექმნილია მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ნიღბად და ფარსად. ირაკლი აბესაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან ადგილი აქვს საარჩევნო კანონმდებლობობის მასობრივ დარღვევას, ადმინისრტაციული რესურსის გამოყენებასა და ძალადობრივ ინციდენტებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატების წინააღმდეგ.
„უწყებათაშორისი კომისია შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ნიღბად და ფარსად, სადაც თითქოს იხილება საკითხები და ხდება რეაგირება საარჩევნო დარღვევებზე, მეორე მხრივ ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები, თავად „ქართული ოცნება“ მასობრივად არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, ხდება ადმინისრტაციული რესურსის უშურველად გამოყენება, სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრების ფლანგვა „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ, ხდება ძალადობრივი ინციდენტები და არაერთ ასეთ ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის უშედეგო და წარუმატებელი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის ნდობის დაკარგვის პირობებში, ცადოს და რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე“,-განაცხადა აბესაძემ.
მსგავსი სიახლეები

არაადეკვატური განცხადებაა, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.
