საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარებას გეგმავს დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარებას გეგმავს დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით

საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარებას გეგმავს. პოლიტიკოსებს კითხვები დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით აქვთ და დამატებით განმარტებებს ითხოვენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების სახით არსებული სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა უნდა გასაჯაროვდეს.

დეპუტატების შეფასებით, პაატა პავლიაშვილის სიკვდილი სისტემური პრობლემის შედეგია. ოპოზიცია ქვედა რგოლის თანამშრომლების დასჯის ნაცვლად, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ დავსვამთ საკითხს, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას. ცხადია, ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ რიგით შემსრულებლებზე. ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე, არის სრულიად გაუმართლებელი“, – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

მმართველი გუნდი პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ პასუხგაუცემელი კითხვები არ იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თემას, გამოძიების ეტაპზე მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიცია აკავებდა.  თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები