“ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა, კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ”

“ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა, კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ”

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ადრესატიც მოსამართლე იყო. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იყო.

„ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები