საქართველოს პარლამენტის წევრები კანადის პარლამენტის სენატის და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებს ჯორჯ ფიურის და ჯეფ რეგანს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრები კანადის პარლამენტის სენატის და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებს ჯორჯ ფიურის და ჯეფ რეგანს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით სონღულაშვილი და ცოტნე ზურაბიანი კანადის პარლამენტის სენატის და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებს ჯორჯ ფიურის და ჯეფ რეგანს შეხვდნენ.

შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული გლობალური კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ზაზა გაბუნია: “კანადა ძლიერი დემოკრატიის, დიდი პოტენციალის და მზარდი შესაძლებლობების მქონე ძალიან საინტერესო ქვეყანაა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ვგრძნობთ საქართველოს მიმართაც ყურადღებას და ინტერესესს”.

 საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული გლობალური კონფერენცია კანადის დედაქალაქ ოტავაში გაიმართა და მას 54 ქვეყნის 150-ზე მეტი პარლამენტის წევრი დაესწრო.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები