თამარ ჩუგოშვილი: ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება

თამარ ჩუგოშვილი: ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება

ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მათ კვირას გამართულ აქციაზე გაახმოვანეს.
„ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. დიალოგს რაც შეეხება, გააჩნია რის გარშემოა დიალოგი. თუ ერთის მხრივ, გვესმის რევოლუციური და დაუმორჩილებლობის მოწოდებები და ამავე დროს, დიალოგის მოთხოვნა, ასეთ პირობებში, საუბარი შეუძლებელია. თუ იქნება ცივილიზებული მოთხოვნები და იქნება საქმიანი საუბარი, ბუნებრივია, ამას წინ არაფერი დაუდგება. ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები