“უხერხულია ამაზე საუბარი…” – ბიძინა ივანიშვილი

“უხერხულია ამაზე საუბარი…” – ბიძინა ივანიშვილი

“თქვენ თვითონ მითხარით სად ხედავთ პრობლემას? – ასე მიუგო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის დიანა ტრაპაიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც არაფორმალურ მმართველობას შეეხებოდა.

„მე დღეს ვცხოვრობ აბსოლუტურად ნორმალურად, ვარ პარტიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველო“ – ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ -ცოტა უხეხრულია! იმიტომ, რომ პარტიას, პარლამენტში ჰყავს საპრლამენტო უმრავლესობა, მთავრობაც პარლამენტმა დაამტკიცა, ადგილობრივ თვიმმართველბაში თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს და შესაბამისად, პარტიის როლი არის ძალიან დიდი და რომელ არაფორმალურობაზეა საუბარი?!, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძის კითხვის საპასუხოდ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები