კახა კალაძე: უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა

კახა კალაძე: უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უსუსური ფარული ჩანაწერებით ცდილობს „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლა დააბრალოს.
როგორც კალაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და ამის მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს.
„უსუსური ე.წ ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები