“ვფიქრობ, დადებითია, რომ თვითმმართველობის არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული”

“ვფიქრობ, დადებითია, რომ თვითმმართველობის არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული”

ვფიქრობ, დადებითია, რომ თვითმმართველობის არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ჰარცელმა ყურადღება ასევე ეუთო/ოდირის დასკვნაზეც გაამახვილა.

„არჩევნების შესახებ ოდირის ანგარიშში ძალიან ნათლად ჩანს მათი შეფასება, რომ წინასაარჩევნო კამპანია, პირველ რიგში, ღრმა პოლარიზებით ხასიათდებოდა. მათ ასევე შენიშნეს ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები, არათანაბარი საარჩევნო პირობების არსებობა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. ვფიქრობ, დადებითია, რომ ეს არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული. ასევე ვიტყოდი, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნოდ შესულმა ცვლილებებმა დადებითი წვლილი შეიტანა ამ არჩევნებში. ამჟამად, არსებულ ვითარებას თუ გადავხედავთ, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივ დონეზე შეთანხმება მოხერხდება, თუმცა ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება. და ალბათ სერიოზული, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, სიტუაცია არც ისე დამაიმედებლად გამოიყურება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები