პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პარტიების დაფინანსების ახალ წესს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პარტიების დაფინანსების ახალ წესს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პარტიების დაფინანსების ახალ წესს მხარი დაუჭირა.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო. ხმათა ეს რაოდენობა მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით გამოიანგარიშება.

ცვლილების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: – “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.

საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გია ჟორჟოლიანსა და სიმონ ნოზაძეს ეკუთვნის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები