“მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს არ არის შიმშილობის არცერთი ფორმა, რომელიც კაცობრიობამ იცის’’

“მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს არ არის შიმშილობის არცერთი ფორმა, რომელიც კაცობრიობამ იცის’’

“მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს არ არის შიმშილობის არცერთი ფორმა, რომელიც კაცობრიობამ იცის’, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ, მისი ადვოკატებისა და პირადი ექიმის თქმით, ის ღებულობს საკვებ დანამატებს,  ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “საკვებს ღებულობს და კიდევ რაღაც დანამატს”.

“რას ნიშნავს ექიმი უნიშნავს? თუ რაიმე აქვს გაკეთებული, ოპერაცია შეიძლება, რაიმე დიეტა ჰქონდეს დანიშნული, მაგრამ, ჩვენ შიმშილობაზე ვსაუბრობთ. არის თუ არა ეს შიმშილობის ფორმა. ამაზე არის ცალსახა პასუხი, რომ ეს შიმშილობის ფორმა არ არის და არც მარხვის ფორმა, როგორც ეს ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ახსენა. ხბოს ღვიძლის პაშტეტი არ შედის არც მარხვაში და ასევე შიმშილობაში, ასევე ის ფაფები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. შიმშილობის ასეთი ფორმა არ არსებობს და თქვენ მსოფლიოში ვერ მონახავთ პრეცედენტს, სადაც ასეთ ფორმას შიმშილობა ქვია”, – აღნიშნა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, პატიმრის სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია წყვეტს, ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში კი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მკურნალობა ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.

„როდესაც ამას ამბობს ადმინისტრაცია, ის ამაზე პასუხისმგებელია. აქედან გამომდინარე, არანაირი მოტივაცია არ შეიძლება, არსებობდეს ეჭვი შევიტანოთ ამაში იმიტომ, რომ უკვე მერამდენე დღეა სააკაშვილის ექიმები იქნებიან, თუ მისი გარემოცვა, ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და თუ არ გადაიყვანენ (კლინიკაში), მისი სიცოცხლე საფრთხეშია. რა თქმა უნდა, არავის ვუსურვებ სიკვდილს და არც სააკაშვილს, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი ამდენი დღის განმავლობაში კვდებოდეს? ესე იგი საქმე გვაქვს სიმულაციასთან“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები