სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის, ისტორიული შეხვედრა შედგა.

სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის, ისტორიული შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მოხარულია კიმ ჩენ ინთან ვიზიტით. ამერიკული მხრიდან, შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი ესწრებოდნენ.
ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კი, შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლი იონ ხო და ჩრდილოეთ კორეის „შრომითი პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კიმ იონ ჩხოლი ესწრებოდნენ.
„ვფიქრობ, შესანიშნავი დისკუსია გვექნება და უზარმაზარ წარმატებას მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, ბევრს მივაღწევთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კი განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.
ცნობილია, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, პირისპირ საუბარი 48 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის თაობაზე და აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილია. თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ის და მისი ქვეყანა აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობითაა დაინტერესებული.
მსგავსი სიახლეები
იური ლუცენკო-უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე მისი პოსტის გამო გააკრიტიკა
