ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ ისლამი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ ისლამი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ გამოცემა Egypt Today, კადაფის ოჯახის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
“სეიფ ალ-ისლამი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს.”, – წერს გამოცემა.
ივნისში, ალ ისლამ კადაფი ციხიდან გაათავისუფლეს. ალ ისლამისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ნადირობა 2011 წელს მას შემდეგ დაიწყო, როცა მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო ლიბიაში. ამბოხებულებმა მოკლეს მუამარ კადაფი და მისი ვაჟი მუატასემი. კიდევ ერთი შვილი – ჰამისი ტრიპოლის დაბომბვის დროს დაიღუპა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

ლონდონის მეტროში Parsons Green-ის სადგურზე ბომბის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
