ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ

ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევთავაზებ გააძლიერონ ეკონომიკური წნეხი ჩრდილოეთ კორეაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გაერო-ს ახალ რეზოლუციას, რომელიც უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ევროკავშირი ახალ, ავტონომიურ სანქციებს შემოიღებს“, – განაცხადა მოგერინიმ.
მისივე თქმით, დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი იმისთვისა არის საჭირო, რომ სამხედრო კონფრონტაცია თავიდან აცილებული იყოს.
„ჩვენი ევროპული ხაზი აქ ძალიან მკაფიოა: უფრო მეტი ეკონომიკური და დიპლომატიური წნეხი და ერთიანობა რეგიონალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განმარტა მოგერინიმ.
მსგავსი სიახლეები

კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების ფონზე, სავარაუდოა, რომ ევროპა COVID-19 პანდემიის დასასრულს უახლოვდება

დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი უკვე ცნობლია.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 18-წლამდე ბავშვებში გამოყენების ტესტირება დაიწყო
