ლონდონის მეტროში Parsons Green-ის სადგურზე ბომბის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ლონდონის მეტროში Parsons Green-ის სადგურზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღეს ლონდონის მეტროში ერთ-ერთ ვაგონში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელ მოწყობილობას „თაიმერი“ ჰქონდა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
ტაილანდმა აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის შუამავლობა შესთავაზა. ამის შესახებ გაზეთი Nation იუწყება.

აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
