მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ორშაბათიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ.

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ორშაბათიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ორშაბათიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ. ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოლგა გალაბალამ განაცხადა.

„ხვალიდან უკრაინის ყველა ქალაქში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. გამოვალთ ჩვენსავე რაიონულ ცენტრებსა და ოლქებში მდებარე ადმინისტრაციებთან და მათ მშვიდობიან პიკეტირებას განვახორციელებთ“ – განაცხადა გალაბალამ კიევში გამართულ მიტინგზე.

მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს კიევში სააკაშვილის მომხრეების მორიგი მარში გაიმართება.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები