საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი – მარკ ლანკასტერი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი – მარკ ლანკასტერი იმყოფება. მარკ ლანკასტერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში დიდი ბრიტანეთის წვლილი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირების საკითხებს. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში გამოიხატება, რომელიც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს.

პრემიერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებას გამოეხმაურა.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება

ირაკლი კობახიძე: საქართველო აღარასოდეს შეეგუება არა მარტო თავისუფლების, არამედ – ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაკარგვასაც კი
