შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში მივიდა

შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში მივიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტში მივიდა. მას საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დახვდა.

პარლამენტში შარლ მიშელი “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის დეპუტატები დაესწრებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები