“ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრია, რომ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება”

“ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრია, რომ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება”

“ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებსა და შეცდომებზე, რომლებიც ქვეყანას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აქვს.
„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებსა და შეცდომებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, აქცენტები ძალიან სწორადაა დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს – თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები