ლტოლვილთა მინისტრი-ბიუროკრატიის შემცირებით მთავრობაში დიდი თანხა არ იზოგება

ლტოლვილთა მინისტრი-ბიუროკრატიის შემცირებით მთავრობაში დიდი თანხა არ იზოგება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ამბობს, რომ ბიუროკრატიის შემცირებით მთავრობაში დიდი თანხა არ იზოგება. მისი თქმით, ძალიან მცირე ნაწილია ბიუროკრატიაში ის თანხა, რომელიც ხელფასებზე იხარჯება. ამის შესახებ სუბარმა განახლებული მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.

“თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული. აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე. თანხა ცხადაია დაიზოგება, მაგრამ ეფექტიანობის გაზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ეფექტიანი, ცხადია დარჩება. ამ სამინისტროების შერწყმის შედეგად არჩევანი გაკეთდება სწორედ პროფესიონალებზე იქ, სადაც დამთხვევა არის სპეციალობების”, – განაცხადა სუბარმა.

13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ოთხი სამინისტროს გაუქმება ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. მინისტრის თანამდებობაზე კი დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება და გაერთიანებულ სამინისტროს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები