“მათი მიზანი და დღის წესრიგია მიხეილ სააკაშვილი და კვლავაც დესტრუქციული რეჟიმი”

“მათი მიზანი და დღის წესრიგია მიხეილ სააკაშვილი და კვლავაც დესტრუქციული რეჟიმი”

მათი განცხადებით, რომ შევლენ პარლამენტში და ქუჩის აქციებსა და ბოიკოტსაც გააგრძელებენ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაუმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახა „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე.

ვინც შემოვიდა პარლამენტში და ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, პრაქტიკულად ატერორებდნენ და აბულინგებდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ დიახ, შემოდიან პარლამენტში, თუმცა ისე, რომ ბატონ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ეს არის რეალური სახის ჩვენება, რომ მათ ფსევდო ევროპელობასა და ასე ვთქვათ, ევროატლანტიკურ სვლას წერტილი დაესვა. ნათლად დაინახა საზოგადოებამ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა. მათი მიზანი და დღის წესრიგია მიხეილ სააკაშვილი და კვლავაც დესტრუქციული რეჟიმი. მათი განცხადებით, რომ შევლენ პარლამენტში და ქუჩის აქციებსა და ბოიკოტსაც გააგრძელებენ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები