მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
„როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, – ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი, რომელიც თბილისში მიმდინარე EuroDIG 2018-ს – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მონაწილეობს.
მიხალ ბონის აზრით, ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც ევროპარლამენტში იქნას განხილული საქართველოს ციფრული განვითარების დახმარების კუთხით, ასევე გამოყენებულ იქნას მხარდაჭერის არსებული მექანიზმები.
„ჩვენ ციფრულ ევროპაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ეს ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოშ ამ კუთხით, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩემი აზრით, საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ასევე ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მსგავსი სიახლეები

„ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები” გამართა.

კახა კალაძე თბილისში არსებული ობიექტების აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
