თბილისის მერი-ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება

თბილისის მერი-ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ჩვენთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს, შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა.
„ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება“ – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რომელიც მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ჰქონდა, კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა.

“სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არის მიღწევა. “სითი ინსტიტუტს” წარმოდგენილი ჰქონდა რკინიგზის გადატანის წინადადება და ამ ადგილზე შესაძლებელი იყო ავტომაგისტრალის მშენებლობა. როცა ჩვენ მოვითხოვეთ თუ რის საფუძველზე იყო ეს წინადადება წარმოდგენილი და ჩატარებული იყო თუ არა კვლევა, მათ ეს ვერ წარმოადგინეს. ჩვენ გვქონდა შენიშვნა, რომ კვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. „სითი ინსტიტუტი“ ამაზე დაგვთანხმდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები