ანრი ოხანაშვილი “მთავარ არხს” – დაუყოვნებლივ უზრუნველყავით, შესწორდეს საზოგადოებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია

ანრი ოხანაშვილი “მთავარ არხს” – დაუყოვნებლივ უზრუნველყავით, შესწორდეს საზოგადოებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „მთავარ არხს“ და „შაბათის მთავარის“ წამყვან მიხეილ სესიაშვილს მიმართავს და მოითხოვს, დაუყოვნებლივ შესწორდეს არხის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი, ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აქვეყნებს.

„Misha Sesi მთავარი არხი • Mtavari Arkhi საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ თქვენ გამხილათ იმაში, რომ ჩემთან მიმართებით დაარღვიეთ ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები, კერძოდ, თქვენ:
1. პატივი არ ეცით სიმართლეს და საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია;
2. ვალდებულნი იყავით, შეგესწორებინათ გამოქვეყნებული არსებითად არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება!
ქარტიის რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით, რომ თქვენივე მედიასაშუალების მეშვეობით შესწორდეს თქვენ მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია და დააფიქსირეთ, რომ თქვენ გაავრცელეთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება!
P. S. Misha Sesi საჯაროდ დაწერეთ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებდით შეფასებას, შეასრულეთ გაცემული პირობა!”, – წერს ანრი ოხანაშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები