ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული.
„არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს (არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში) და ერთ პოლიტიკურ პარტიას (არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.
მხარდამჭერთა სია წარმოადგინა 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 6-მა საინიციატივო ჯგუფმა.
19 საინიციატივო ჯგუფს არ წარმოუდგენია მხარდამჭერთა სია; კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე და შემდგომ გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაც. ამჟამად ცესკოში 6 სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება“, – აცხადებენ ცესკოში.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები