მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისშია

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისშია

თბილისში მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ჩამოფრინდა. „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს მასთან არაერთი კითხვა ჰქონდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ალასანიამ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

კითხვები შეეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერსაც, ე.წ. ლიფტის ეპიზოდს, სადაც თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. ვიდეოში, რომლის ნამდვილობაც, შსს-ს ინფორმაციით, უკვე დადგენილია, საუბრის დროს, ალასანია შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები