კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე რიგით ადამიანებს

კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე რიგით ადამიანებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ის მოცემულობა, რომ მათ ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე რიგით ადამიანებს. ამიტომ, მისივე განცხადებით, ყველამ კანონის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი.
„პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში და კომპეტენციაში შევიდე – არ იქნება სწორი. ვისაც აქვს რაიმე დანაშაული, ყველამ უნდა აგოს პასუხი, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკოსებმა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, შენ ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რიგით ადამიანებს, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე შეფასებით, პრობლემა არც ისაა, რომ ნიკა მელიას სასამართლომ შეზღუდვები დაუწესა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები