საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ბასილაშილი-ნადალის შეხვედრის შედეგებს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ბასილაშილი-ნადალის შეხვედრის შედეგებს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ბასილაშილი-ნადალის შეხვედრის შედეგებს გამოეხმაურა და ქართველი ჩოგბურთელი გაამხნევა: „ნიკა, გულს ნუ დაიწყვეტ! მთელი ქვეყნისთვის საამაყო ხარ! დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!“ – დაწერაპრემიერმინისტრმა თავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა. შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში თავის კარიერაში პირველად ითამაშა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები