მამუკა მდინარაძე: ანრი ოხანაშვილის მცირეწლოვან შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია

მამუკა მდინარაძე: ანრი ოხანაშვილის მცირეწლოვან შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის თქმით, ანრი ოხანაშვილის მცირეწლოვან შვილს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

“გაუგონარი მოქმედებაა, როცა 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად მის მამას აყენებ შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე ანრისთან მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე დღეს და ერთ-ერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ბავშვი. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს არ უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი ქმედების ჩადენა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები