რომან გოცირიძე: პარლამენტის გარდა, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც იგეგმება

რომან გოცირიძე: პარლამენტის გარდა, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც იგეგმება

პარლამენტის გარდა, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც იგეგმება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

„პარლამენტის გარდა, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც იგეგმება. აქციები რეგიონებშიც გადაინაცვლებს. აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ხვალ გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები