”ნაციონალური მოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულ ფაქტს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა
”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულ ფაქტს ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან წარმატება გამორიცხულია, რადგან „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია.
“მათ დასაწყისშივე კარგად იციან, რომ წარმატება მათი მხრიდან გამორიცხულია, რადგან უკონკურენტოა „ქართული ოცნება“. ისინი აზრს ვერ ხედავენ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ, ”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
მსგავსი სიახლეები

საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

კომისია არ მუშაობს სერიოზულად, ამდენ დროს ვხარჯავთ დებატებში, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა
