“ინფიცირებულთა 86 პროცენტი გამოჯანმრთელდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლია, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება”

“ინფიცირებულთა 86 პროცენტი გამოჯანმრთელდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლია, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვას ემორჩილება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ემორჩილება.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულების უკვე 86 პროცენტია გამოჯანმრთელებული, კლინიკებში კი 119 კოვიდინფიცირებული რჩება.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.

119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები