აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი პაციენტები

აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილი პაციენტები

„მსოფლიოში განსხვავებული შეხედულებებია იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა“, – ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, თუმცა დღემდე არ დაფიქსირებულა მძიმე გართულების ფაქტი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ნორვეგიაში ბოლოს დაფიქსირებულ 33 გარდაცვალების შემთხვევაზე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ლეტალური შედეგის მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.

„ვარაუდობენ, რომ ჯობს აიცრან, რადგან არ ვართ დარწმუნებული, რომ კოვიდგადატანილებს მყარი იმუნიტეტი აქვთ, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდება. თვლიან, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი იყოს, ვიდრე გადატანილი. მაგრამ პოზიცია ასეთია – პირველ რიგში არ აიცრებიან. პირველი ორი დოზის შემოტანას რომ ველოდებით ახლა, ამით არ აიცრებიან კოვიდგადატანილები. როდესაც უკვე საკმარისი რაოდენობა შემოვა და მასიური ვაქცინაცია იქნება, მაშინ კოვიდგადატანილებიც აიცრებიან“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები