“თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”-კახა კალაძე

“თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”-კახა კალაძე

“თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული იდეა პროექტის “შენი იდეა თბილისის მერს” ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მის განხორციელებას დაიწყებს.
“ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა კალაძემ

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები