აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში, გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება.
დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ კანდელაკი აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოკლული იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია 30 წლის მამაკაცის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, კანდელაკის გაუჩინარების შესახებ, მისმა მეუღლემ განაცხადა.
პოლიციის ცნობითვე, კანდელაკი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.
დავით კანდელაკს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები