Grammy 2018-ის მთავარი მოვლენა რიანა იყო

Grammy 2018-ის მთავარი მოვლენა რიანა იყო

„გრემი“ ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა. იგი 1958 წელს დაარსდა. გრემი, თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც შეგვიძლია  კინემატოგრაფიაში  „ოსკარის“ ჯილდოს შევადაროთ.

გრემის გადაცემის ცერემონიალი ტარდება ყოველწლიურად და გადაეცემა 109 კატეგორიაში, რომელიც 30 მუსიკალური ჟანრისმიხედვითაა დაყოფილი.

წელს „გრემის“ რიგით მე-60 საიუბილეო დაჯილდოება ნიუ იორკში, სპორტული კომპლექსის Madison Square Garden-ის სცენაზე გაიმართა. შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო პოპმომღერალი რიანა.

ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა მომღერლმა პუბლიკის ყურადღება გარეგნობითაც მიიპყრო, თუმცა მან ცეცხლი უკვე სცენაზე დაანთო, როდესაც DJ Khaled-თან ერთად Wild Thoughts შეასრულა.

 

 

კატეგორიები: საინტერესო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები