ეგვიპტის პირამიდებთან 4 400 წლის საფლავი აღმოაჩინეს

ეგვიპტის პირამიდებთან 4 400 წლის საფლავი აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა პირამიდებთან ახლოს საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც 4 400 წელზე მეტი ხნისა და ღვთისმსახურ ქალს ეკუთვნის.

ეგვიპტის ისტორიული ძეგლების მინისტრის განცხადებით, საფლავი სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის, ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი ქალღმერთის ჰატჰორის მსახურ ჰეტპეტს ეკუთვნის.

საფლავი მიწის სამუშოების დროს აღმოაჩინეს. ის კარგად არის შენახული, კედლებზე კი ასახულია სცენები, რომლებიც მუსიკალურ და სხვა წარმოდგენებს ასახავს.

კატეგორიები: საინტერესო

კომენტარები