კანადელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს. მათ დაადგინეს, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. კვლევის შედეგები ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იაპონიაში არსებული სიტუაცია შეისწავლეს. კვლევების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100-წელზე მეტია.
შესაბამისად, კანადელმა მკვლევარებმა ამერიკელი მეცნიერების მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული მონაცემები უარყვეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 115 წელია.
კატეგორიები:
საინტერესო