„ბეკო“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს სიურპრიზებით, აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს

„ბეკო“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს სიურპრიზებით, აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს

დღეს, 19:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში“ „ბეკოს“ 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და გალა კონცერტი გაიმართება. დღესვე, 20:00 საათზე გამოვლინდება „ბეკოს“ საიუბილეო გათამაშების პირველი გამარჯვებული, რომელიც 2017 წლის „ტოიოტა კოროლას“ მფლობელი გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, მეჰმეთ მელექის განცხადებით, „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 1997 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 61 მაღაზია და 5 სერვის ცენტრია გახსნილი.

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბაზარზე 20 წელია ვართ. ეს წელი შესანიშნავი წელი იყო. ჩვენი მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დავასაჩუქრეთ. ერთ-ერთი ეს ავტომობილია, რომელსაც იმ მომხმარებელს ვაჩუქებთ, ვინც ჩვენთან პროდუქცია შეიძინა. ასევე, მომხმარებელს ელოდება მეორე საჩუქარიც, 2018 წლის 14 იანვარს მეორე ავტომობილს გავათამაშებთ. „ბეკო“ არის მსოფლიო ბრენდი და ის არასოდეს ჩერდება“, – განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მობრძანდით და ჩვენთან ერთად იზიარებთ „ბეკოს“ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის სიხარულს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და სტუმრებს და მომხმარებლებს ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ მთელი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა კომპანიის რეგიონული მარკეტინგის მენეჯერმა გურჰან გუნალმა.

„ბეკოს“ მარკეტინგის დირექტორის, ხატია ტყებუჩავას ინფორმაციით კი, „ბეკოს“ საიუბილეო აქცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2018 წლის 14 იანვარს დასრულდება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან და სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ 20 წლის სიხარულს. მთელი წლის განმავლობაში ვეცადეთ, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის სიახლეები, აქციები და უამრავი სიურპრიზი შეგვეთავაზებინა. მათ შორის ჩვენი საიუბილეო აქციაც, რომელიც აპრილში დაიწყო და 2018 წლის 14 იანვარს დასრულდება. გათამაშების პირველი ეტაპი დღეს დასრულდება და ავტომობილის იღბლიან მფლობელს გამოვავლენთ. მეორე იღბლიანი 2018 წლის 14 იანვარს გამოვლინდება. გათამაშების პრინციპი მარტივია, ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც ჩვენთან შეიძენდა ან მომავალში შეიძენს 100 ლარიდან ზემოთ პროდუქციას, მიიღებს ყოველ 100 ლარიან შენაძენზე გათამაშების ერთ ბილეთს. ამავე მომხმარებელს მომანტალურადაც შეუძლია მოიგოს უამრავი საჩუქარი, სარეცხი მანქანა, მაცივარი და წვრილი ტექნიკა, ასევე ერთვება გრანდიოზულ გათამაშებაშიც. სწორედ ამ გრანდიოზული გათამაშების პირველ გამარჯვებულს გამოვავლენთ დღეს“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა.

ნებისმიერ მსურველს 13:00 საათიდან 19:00 საათამდე „თბილისი ივენთ ჰოლის“ წინ კომპანია „ბეკოს“ და პარტნიორი კომპანიებისგან საიუბილეო ბაზრობა ელოდება, სადაც მსურველებს მისვლა და გემრიელი პროდუქციის დაგემოვნება შეუძლიათ. ასევე, მსურველებს „ბეკოს“ ინოვაციური ტექნიკის დათვალიერება და ბარსელონას მარკეტ სტადიონზე ფეხბურთის თამაშიც შეუძლიათ.

„ბეკო“ მომხმარებლებს წლის ბოლომდეც სიურპრიზებს და სიახლეებს ჰპირდება.

ტეგები: ბეკო''

კომენტარები

მსგავსი სიახლეები