როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ბავშვებში

ბავშვებში კორონავირუსის ძირითადი სიმპტომი არის ცხელება, 38/5-ზე უფრო მაღლა, მშრალი შემაწუხებელი ხველა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია იყოს ცხვირის გაჭედვა, თუმცა 94-%-ში მსუბუქი ან ზოგ შემთხვევაში უსიმპტომო მიმდინარეობაც კი დაფიქსირდა, – ამის შესახებ პედიატრმა, ეკა უბერმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დაინფიცირებული მოზარდების უმეტესობას აქვს მსუბუქი სიმპტომატიკა, გართულებების გარეშე, არცერთს არ აღენიშნა მაღალი ტემპერატურა. ამიტომ ესეც კიდევ ერთხელ დამაიმედებელი და პოზიტიკური სტატისტიკაა

პედიატრმა ასევე ქრონიკული დაავადების მატარებელ ბავშვებში კორონავირუსის გართულებებზე ისაუბრა. „უახლესი ინფრომაციით, ბავშვებში არ აღმოჩნდა ქრონიკურლიდაავადებები რისკფაქტორი. ეს შეეხება დიაბეტს. მართული დიაბეტი აბსოლუტურად არ არის საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობა ექნება“, – აღნიშნა უბერმა.

მან მშობლებს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ შეახსენა და სთხოვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვები გარეთ არ გავიყვანოთ

„მშობლებს ვთხოვ, მოერიდონ ბავშვების გარეთ გაყვანას. განსაკუთრებულია, რომ 3 წლამდე ბავშვებში სომპტომების პირველივე საათებიდანვე ექიმთან იყოს ახლო კონტაქტი, ჰიგიენის ნორმები კიდევ უფრო კარგად დავიცვათ, იმუნიტეტი გავიძლიეროთ ჯანსაღი კვებით და ძილის მოწესრიგებით“, – განაცხადა პედიატრმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საინტერესო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები