„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის“-ვოლოდიმირ გროისმანი
„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, – აღნიშნა მან.
გროისმანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, ხოლო 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება

მოქალაქის ცემასა და მის მიმართ ძალადობის განხორციელებაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო -5000 ლარი შეეფარდა

“როცა ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავლის 50%-ზე მეტს ვალების მომსახურებაში ხარჯავდა, ამაზე დიდი შეღავათი რა უნდა იყოს”?!

“ჩემთვის ოქრუაშვილის არაერთხელ მოუყოლია ეს ამბავი, როგორ შეუკვეთა სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა” – გოგა ხაინდრავა
