ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს – კალაძე

ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს – კალაძე

ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა, ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ადამიანის დაჭერა არავის უხარია. ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაუხარდეს?! თუმცა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა, შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ჩვენ ვიხილეთ. თუმცა, თითოეულ პოლიციელს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ საოცრად მოითმინეს, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და პოლიციელის მუნდირს ჩვენც უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები