ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას თბილი დახვედრისთვის მადლობას უხდის

მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში წერს.

მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

“მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით – თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები