სპორტის მიმართულება კულტურის სამინისტროს უერთდება

სპორტის მიმართულება კულტურის სამინისტროს უერთდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. სპორტის მიმართულება კულტურის სამინისტროს უერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა მართვა – განათლების სამინისტროს.

ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთი მხრივ, უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. მეორე მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას”, – განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე, რომელზეც სხვა სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებებიც გააცნო მედიას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები