ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ისევე როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სრულიად სხვა სტანდარტია, რომლითაც ის წინა ხელისუფლებისგან განსხვავდება

ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ისევე როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სრულიად სხვა სტანდარტია, რომლითაც ის წინა ხელისუფლებისგან განსხვავდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “იმედის” პორდაპირ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძეს ღირსეული გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად სხვა სტანდარტებით მოქმედებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის უსამართლობა, არასწორი ქმედებები, რომელიც იყო დამახასიათებელი ნიშანი 2012 წლამდე ხელისუფლების თითოეული მოქმედების. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ სრულიად სხვა სტანდარტით არამარტო იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, გარემოებები, რომლებიც ადასტურებს არასწორი ქმედების ჩადენას, გადაცდომას, დანაშაულს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, არამედ მაშინაც კი როდესაც ჩნდება გარკვეული ეჭვი დაზარალებულის თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს აჩვენა ამ ორმა გადაწყვეტილებამ. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ საქმეს თავიდან ბოლომდე მოეფინოს სინათლე. საბოლოოდ გაირკვეს თუ რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეში. დღეს ჩვენ ვიხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც გააჩინა ძალიან ბევრი კითხვა ამ საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სოზარ სუბარი – არჩევნები არ ტარდება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოსტი დატოვა, პრემიერების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი
