ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას გამართვა სჭირდება

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას გამართვა სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა მისივე შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა.
როგორც თავმჯდომარემ განაცხადა, პარლამენტში რეზოლუციასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის მზად არიან.
„ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს, ზოგად შინაარსს ყველა ვეთანხმებით, ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, ის იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით.
სხვათა შორის, უმრავლესობის ჯერ კიდევ წევრებმა მაშინ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაშინ, როდესაც ისინიც იგივე პოზიციას აფიქსირებდნენ, მანამდე ისინიც აცხადებდნენ, რომ ტექსტი იყო გაუმართავი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი მხარდაჭერა, თუმცა იმ დღეს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც დაუჭირეს მხარი. რამდენიმე ადამიანზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები